"31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული იყო გარკვეული ტიპის ე.წ კარუსელი" "31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული იყო გარკვეული ტიპის ე.წ კარუსელი" /> "/> " />


  12:41:07     03-11-2020

"31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული იყო გარკვეული ტიპის ე.წ კარუსელი"

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის სერგი კაპანაძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული იყო ე.წ კარუსელი. 

​"ამ არჩევნებზე როგორც ჩანს, გამოიყენებოდა კონკრეტული ტიპის კარუსელები, რომელსაც მე ვეძახი ბიძინას კარუსელებს:

ერთ-ერთი ადამიანი ქართული ოცნებიდან შედის უბანზე, იღებს ბიულეტენს, ცარიელ კონვერტს აგდებს ურნაში და ცარიელი ბიულეტენები გამოაქვს გარეთ.

შემდეგ ოცნების შტაბში ხდება ამ ბიულეტენების შემოხაზვა 41-ით, შემდეგი ადამიანი, ვისაც ასევე ან ფული აქვს აღებული, ან მუქარა განხორციელდა შედის იქ, იღებს შემოხაზულ ბიულეტენს, ბრუნდება უკან აგდებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენს კონვერტში და შემდეგ ურნაში და მოაქვს აქეთ ცარიელი ბიულეტენი",- განაცხადა კაპანაძემ.

მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, სადაც  ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა. 

გამოვლინდა ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიასაშუალებებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. 

0

ავტორი: